რუსეთს საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია – პესკოვი

კრემლის სპიკერმა დმიტრო პესკოვმა, განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, ქვეყანას საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

“არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმ ჟურნალისტებთან.