რუსთავის ციხეში მივიდა გორიდან ესკორტი – გიორგი ჩალაძე

მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას, ენმ-ის ერთ-ერთი წევრი გიორგი ჩალაძე ავრცელებს.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ პენიტენციური სამსახურის მანქანები რომლებიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გავიდნენ და გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი ახლახან შევიდნენ რუსთავში.