რუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს – გვარამია

”რუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს ”- ასე ეხმაურება, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას, სადაც რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილი მოქალაქეები,  იმუქრებიან და მათთვის არასასურველი ადამიანების “ქვეყნიდან გაყრას” ითხოვენ.

“რუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს. 27-ში აქციაზე ქართული ოცნება ამ ბოსხის და ბრეიგელის პერსონაჟებს დაამატებს ბაღის მასწავლებლებს, სიპებს და აიპებს და ჩაატარებს “აქციას” – წერს ნიკა გვარამია