რუსი ბლოგერები პავლოვკაში რუსული არმიის მძიმე დანაკარგების შესახებ იუწყებიან

კრემლის მომხრე სამხედრო ბლოგერები თავიანთ ტელეგრამ არხებზე  წერენ დონეცკის ოლქის სოფელ პავლოვკასთვის ბრძოლების დროს რუსული არმიის მძიმე დანაკარგების შესახებ.

კვირის დასაწყისიდან იგივე ბლოგერები ავრცელებდნენ ინფორმაციას პავლოვკას აღების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით უკრაინის სამხედრო კორესპონდენტები წერდნენ, რომ რუსეთის არმიამ ვერ შეძლო ამ დასახლების დაკავება და დიდი ზარალი განიცადა.

რუსული საიტი  “Военное обозрение”   ასე აღწერს პავლოვკაში არსებულ ვითარებას: „ჩვენმა ჯარებმა დაიკავეს დასახლების ნახევარი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა გაარღვიეს და  “საცეცხლე ტომარაში “აღმოჩნდენ“.

სამხედრო კორესპონდენტების პუბლიკაციებზე თავის Twitter-ზე ყურადღებას ამახვილებს რობ ლი, საგარეო პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.

სხვა საკითხებთან ერთად, ლი წერს, რომ რუსმა სამხედრო მეთაურმა ალექსანდრე სლადკოვმა თავის არხზე გამოაქვეყნა პოსტი 155-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითების მიმართვის შესახებ ვლადივოსტოკიდან პრიმორიეს გუბერნატორ ოლეგ კოჟემიაკოსადმი.

„წერილში [საზღვაო ქვეითების]  სამი ხმამაღალი სახელია, ვიცი, მაგრამ ციტირებას არ ვაკეთებ, თუმცა პოსტს მე თვითონ ვაქვეყნებ, რადგან რამდენიმე დღეა პავლოვკაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ ზემოთ. და სისხლი იღვრება და ასხამს“, – იუწყება სლადკოვი.

რამდენიმე წუთის სხვაობით კრემლის მომხრე ბლოგერმა ანასტასია კაშევაროვამ ისაუბრა პავლოვკაში არსებულ ვითარებაზე. მან, სავარაუდოდ, გამოაქვეყნა მიმართვა იმავე საზღვაო ქვეითებისგან, რომელშიც სამხედროები უჩივიან ზარალს ცუდად გააზრებული შეტევის გამო. ამ ვერსიით, მიმართვაში ნათქვამია, რომ ოლქის სარდლობა „მალავს ზარალის ოფიციალურ ციფრებს, პასუხისმგებლობის შიშით“. ბლოგერი არცერთ სახელს არ ასახელებს.

მსგავსი პოსტი გამოაქვეყნა პოპულარულმა რუსმა სამხედრო კომისარმა სემიონ პეგოვმა ტელეგრამის არხზე WarGonzo-ზე. ”პავლოვკაში ყველაფერი ობიექტურად ცუდიად არის”, – წერს პეგოვი.

სამხედრო კორესპონდენტების პოსტების შემდეგ, პავლოვკაში განვითარებულ მოვლენებზე დაწერა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული „სახალხო მილიციის“ ვოსტოკის ბატალიონის მეთაურმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ. ის პავლოვკასთვის ბრძოლებს აღწერს, როგორც „საცეცხლე ტომარას“, რომელშიც რუსული მხარე აღმოჩნდა, ადასტურებს დანაკარგებს და აღიარებს, რომ შეტევა ნაადრევი იყო.

კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სოფელი მხოლოდ ასე ახსენა: „რუსულმა საარტილერიო ცეცხლისა და შეტევითმა ჯგუფებმა დაამარცხეს ბოევიკები პავლოვკას, ნოვომიხაილოვკას, ვრემოვკას რაიონებში დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პავლოვკაში რუსული არმია ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და არტილერიიდან ისროდა.