რუსული არტილერია ბომბავს აღმოსავლეთში უკრაინის პოზიციებს – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაციით, რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის განლაგებას ბელარუსიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც მოიცავს ხარკოვთან და სევეროდონეცკთან ახლოს მდებარე ადგილებს.

მათივე ცნობით, რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინის პოზიციებზე დარტყმას ქვეყნის აღმოსავლეთით, სადაც ოკუპანტი გეგმავს შეტევითი საქმიანობის განახლებას.

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპერატიული აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაზეა გადატანილი, რუსეთის საბოლოო მიზანი იგივე რჩება. ის მოწოდებულია, აიძულოს უკრაინა, მიატოვოს ევროატლანტიკური ორიენტაცია და განამტკიცოს საკუთარი რეგიონალური დომინირება”,– წერია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.