სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება – დიტო საძაგლიშვილი

“სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება “- ამის შესახებ, ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა თანდათან უარესდება და აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს მონახულების შესაძლებლობა.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასჯელაღმსრულების დაწესებულებიდან მას (პირად ექიმს) პასუხი ჯერ არ აქვს მიღებული, იმედი მაქვს რომ მალე გაიცემა პასუხი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება. მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაუარესდება, შიმშილობის სპეციპიკიდან გამომდინარე. ამ პირობებში სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირადმა ექიმმა ისაუბრა მის დაავადებებზე, შესაბამისად მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე და უპრიანია, რომ სწორედ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა”. – ამბობს საძაგლიშვილი.