სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე ინფორმაციას პენიტენციური 9 საათის შემდეგ ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანიდან 9 საათის გასვლის შემდეგ აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ჰოსპიტლიდან ციხეში გადაიყვანეს. ამ დრომდე არცერთ სახელმწიფო უწყებას ამ საკითხზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან წუხელ, გვიან ღამით გაიყვანეს. ამის შესახებ არ იცოდნენ სააკაშვილის ადვოკატებმა, სახალხო დამცველმა და ოჯახის წევრებმა.

მასთან ამ დროისთვის ადვოკატები არიან შესულები.