სააკაშვილის წონა 67,2 კილოგრამია, ძირითადად მწოლიარეა, არაბალანსირებულ საკვებს იღებს – “ვივა მედი” სააკაშვილზე

მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. 20 თებერვლის მდგომარეობით მიხეილ სააკაშვილი იწონიდა 67 კილოგრამსა და 200 გრამს, მისი მასის ინდექსი კი 18.2 იყო.

“შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ იქიდან გამომდინარემ, რომ სხეულის წონა და მასა რჩება დაქვეითებული. 20 რიცხვისთვის წონა იყო 67,2 კილოგრამი და მასის ინდექსი იყო 18,2. გამოხატული არის ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან, საერთოდ საწოლშია პაციენტი, მწოლიარეა, აქვს და როგორ აღვნიშნე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. პირღებინება, არ გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან. მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ძალიან გვიშლის ხელს”, – თქვა ექიმმა.