სააკაშვილმა სამედიცინო ექსპერტიზაზე თანხმაა – ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი

სააკაშვილმა სამედიცინო ექსპერტიზაზე თანხმაა – ამის შესახევ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა, გიორგი მიქელაძემ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მან თანხმობა განაცხადა გამოთხოვილ იქნეს მის შესახებ არსებული პერსონალური სახის ინფორმაცია. მან, ასევე, თანხმობა განაცხადა პირადად წარდგეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ფარგლებში სამედიცინო შემოწმების მიზნით ექსპერტთან, მის მიერ მოწოდებული ექსპერტების მონაწილეობით. იგი მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე, არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა”, –  აცხადებს ის.