სააკაშვილს ზარის განხორციელების უფლება შეეზღუდა – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, პროკურატურის განკარგულებით, ყოფილ პრეზიდენტს ზარის განხორციელებს უფლება შეეზღუდა.

მისი განმარტებით, მსგავსი რამ ასეთ საქმეებზე, ფაქტობრივად, არ ხდება.

დღეს ციხემ პროკურატურიდან მიიღო მოთხოვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს ზარის განხორციელების უფლება. მსგავსი რამ, ფაქტობრივად, არ ხდება არცერთ საქმეზე, რომელზეც სამართალწარმოება დასრულებულია. მსჯავრდებულ პირებს ზარის განხორციელების უფლება არ ეზღუდება. სააკაშვილთან დაკავშირებით პროკურატურამ მიიღო სამარცხვინო, მდაბიო გადაწყვეტილება”,- განაცხადა ბასილაიამ.