სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების წევრებისთვის, შემცირებაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც 5 ივლისს, TV პირველის ოპერატორის და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, მსჯავრდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს”. – ვკითხულობთ განცხადებაში.