საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით – კარლ ჰარცელი

მომავალ საარჩევო რეფორმებთან დაკავშირებით დაკავშირებით საერთო ენის გამონახვა შევძელით, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი ელემენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა არჩევნებმა იმ ნაკლოვანებებისა და პრობლემების გარეშე ჩაიაროს, რაც გასული არჩევნების დროს ვიხილეთ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„რვავე მონაწილემ, რომლებიც ამჟამად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, საბოლოოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მივაღწევთ ფართო შეთანხმებას, თუმცა ამისთვის დისკუსია და მოლაპარაკებები იქნება საჭირო. ხვალ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება და ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტის გახსნამდე პროგრესის მიღწევა,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა.