საბურთალოზე კაცი დაჭრეს

საბურთალოზე, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. თვითმხილველების ცნობით, დაზარალებული შუახნის მამაკაცია, რომელსაც დამნაშავემ ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები და ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.