საერთაშორისო გამოხმაურება საკმაოდ რბილია – ნიკოლოზ სამხარაძე

“საერთაშორისო გამოხმაურება საკმაოდ რბილია”- პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება საკმაოდ რბილია.

“საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება საკმაოდ მოზომილი და რბილია. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში, ეს ყოველთვის ყველა ქვეყანაში იქნება შეშფოთების საფუძველი. თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ, ეს კრიტიკა იყო მოსალოდნელი, ეს კრიტიკა ჩვენთვის, ნაწილობრივ, მისაღებიც შეიძლება იყოს. თუმცა ეს კრიტიკა მომავალში რომ არ იყოს და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ამისთვის საჭიროა დიალოგი”, – აცხადებს სამხარაძე.