“საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ” – რიჟვაძე კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში

” საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ”,– ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ TV პირველის კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.

“მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას… საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ”, – უთხრა მან ჟურნალისტს.

ცნობისითვის, რუსეთმა უკრაინში ომი 24 თებერვალს დილით დაიწყო. სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 11 დღეა გრძელდება.