“ახალ შტამთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, მაგრამ საზღვრები ვირუსს ვერ დაიჭერს.

ერთია დამამშვიდებელი, რაც გუშინ განაცხადა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა – უკვე ამ დაკვირვების მანძილზე თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა, არ არის გაზრდილი სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები, ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს დელტასთან შედარებით ეს შტამი. ჯერჯერობით წინასწარი მონაცემები ასეთია”

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.