საკოორიდინაციო საბჭო აცხადებს, რომ შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტiლებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ თქვა, რომ შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.
“რეგულაციების რაც შეეხება, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე უახლოეს მომავალში იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები რეგულაციებთან დაკავშირებით. შეზღუდვების შესახებ ყოველდღიურად მიმდინარეობს მსჯელობა და როგორც აღვნიშნე, ეს არის დაფუძნებული ანალიზზე. აღნიშნულ მომენტში დამატებით შეზღუდვებზე განხილვა არ ყოფილა, თუმცა, სამომავლოდ გამორიცხული, ცხადია, არაფერია”,– თქვა ღიბრაძემ ბრიფინგზე.
მანვე აღნიშნა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეზღუდვა შესაძლოა შეეხოს მოსახლეობის მობილობასაც.