“ორი ურჩხული – ხელისუფლება და ეკლესია ერთად ცდილობს, დაამყაროს მართლამადიდებლურ-ფაშისტური დიქტატურა. აყროლებულ სანაგვედ გადააქცია კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ჩვენი ეკლესია. სამღვდელეობა კათხა ლუდზე რომ სხდება, ამ თემებზე საუბრობენ, არანაირი სუსის ჩანაწერები არ სჭირდებოდა ამას. უბრალოდ საზოგადოებას უნდა აეხილოს თვალი და უნდა ნახოს, მისი ეკლესია რა დღეშია, რა კადრებით არის დაკომპლექტებული. რომ აქ არამხოლოდ ქურდობა, კრიმინალი, გარყვნილება, არამედ რუსეთის სამსახური პირდაპირ.

უახლოეს მომავლში ეს ორი დრაკონული ინსტიტუტი კიდევ დაიწყებს ვაჭრობას და ამ შემთხვევაში ხელისუფლება კიდევ მეტ ქრთამს მისცემს საპატრიარქო. საპატრიარქო ამ სკანდალშიც კი გამორჩენას ნახავს, რადგან მისი გამორჩენა მხოლოდ მატერიალურია”

განაცხადა თეოლოგმა ბასილ კობახიძემ “ფორმულასთან” საუბრისას.