სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად – ბასილაია სააკაშვილზე

“სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად”- აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.

„ეს საკითხები არის პოლიტიკური, ისტორიული და ეს საკითხები იურიდიული კატეგორიებისგან მიღმაა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს როგორც საზღვრის პროცედურების დარღვევა. ეს არის მესამე პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში უკან ჩამოსვლა“, – აცხადებს ბასილაია.