“სანამ კორონავირუსი შემოვიდოდა ჩვენ ცხოვრებაში საშინელი სიძულვილის ვირუსი დაფრინავდა“–გია გაჩეჩილაძე(უცნობი)

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) თვლის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდს  უარყოფითთან ერთად დადებითი მხარეც აქვს. ამის შესახებ მაინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა:

“ხვალინდელი დღის ფიქრში ყველა ვართ ეხლა დღეს და მე მგონი საუკეთესო სიტუაციაა მაგ მხრივ, რომ გადავაფსოთ მოვლენები და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ რაღაც უკეთესობისკენ სვლა. მედალს ორი მხარე აქვს და პირიქით, შეიძლება ძალიან: კარგი რაღაცეები  მოიტანოს, ჩვენდა სასიკეთო რაღაცეები მოიტანოს  ამ დიდმა გასაჭირმა.

შიში ყველაზე უფრო კლავს ადამიანში ყველანაირ თავისუფლებას. შიში ეშმაკისააო ნათქვამია და თუკი შიში არის ცხოვრების, ხვალინდელი დღის და თუ არ იცი ხვალ  რა მიიტანო, ბავშვებს რა აჭამო, ოჯახის წევრებს, დედმამას წამალი როგორ უყიდო, და ამის შიში თუ არი ვერაფერი ვერ მოხდება,  ვერც შემოქმედებითი პროცესი ვერ იქნება, ვერაფერი ვერ იქნება, იმიტომ რომ შიში კლავს ყველაფერს.

გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ძალიან კარგი რაღაცეები დაგვანახა ამან, რომ რაღაც სოლიდარობის მომენტი დავინახეთ ყველამ ერთად, ერთმანეთის მოვლის, პატრონობის, უფრო მეტი სითბოსი და სიყვარულის და ეს მე ძალიან მახარებს.

ადრე თუ კი არც ვამჩნევდით ერთმანეთს ეხლა ესეთი ადამიანები უცბად რაღაცნაირად  შეიკრნენ, ყოველ შემთხვევაში, შინაგანად მაინც.

ერთად გვაქვს ჩვენ ეს, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ყველაფერი ერთად გვაქვს დასაძლევი, იმიტომ რომ ჩვენი შვილებისთვის ყველას კარგი გვინდა. ყველა ერთ ჰაერს ვსუნთქავთ და ამიტომ მე მგონი რომ რაღაცეები უნდა გადავაფასოთ ჩვენს ცხოვრებაში. და მეტად მოვეფეროთ და ჩვენს შვილებსაც მაგალითი მივცეთ იმისი, რომ  როგორი ყოფითაც ჩვენ ვცხოვრობდით ასეთი ყოფით არ შეიძლება ვიცხოვროთ. ისეთ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს რომ გინდა გვიცხოვრია, გინდა არა.

სანამ კორონავირუსი შემოვიდოდა ჩვენ ცხოვრებაში ჩემი აზრით საშინელი სიძულვილის ვირუსი დაფრინავდა. გინდაც ფეისბუქში ჩაგეხედათ, გინდაც მედიაში, სადაც გინდათ, ჩვეულებრივად ქუჩაში რომ გაგევლო და გვერდით მძღოლისთვის შეგეხედა, გეგონებოდა რაღაცა ვალი გქონდა იმისი.

რაღაცნაირად გაბოროტებული სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთის მიმართ მეტი სითბო და სიყვარული უნდა გვქონდეს. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ეს გასაჭირი და ყველანაირი გასაჭირი სიკეთისკენ უნდა მოვატრიალოთ.“– ამბობს უცნობი.