საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარიდან 3 თებერვალს გატაცებულ 35 წლის რამაზ ბეღელურს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2–თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის ინფორმაციით, ბეღელური საკუთარი მიწის ნაკვეთიდან უკვე მეორედ გაიტაცეს.

მას “საზღვრის” უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.