საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო, დაძლია.

კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელ რედაქცია დადგა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, 23 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა “ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა, რომ სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის დროს, ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ, მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.