სასაცილო იყო, ეს არის დაშლილი და შეერთებული ენმ -კალაძე კოალიციურ გუნდზე

“ძალიან სასაცილო იყო, ეს არის დაშლილი და შეერთებული ენმ” –  ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე, ნაციონალური მოძრაობის კოალიციური კაბინეტის წარდგენას სადაც 6 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა.

“ესეც ძალიან დიდი სასაცილო იყო, რომ ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, რომ ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის ქართული ოცნება წარმოდგენილი და მე, როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს, მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ. გუშინდელი კოალიცია არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობა – დაშლილი და შეერთებული.”- აცხადებს კალაძე.