“სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ, არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ დაბინავებულნი და ეს არის მორალისგან და ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი, მთელი ქვეყნისადმი, პუტინისა და ლავროვის მხრიდან, როდესაც ლავროვის სიძის ძმის ქორწილს იხდიან, უახლოესი ოჯახის წევრის.

ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ. ესე იგი, არსად არ წაესვლებათ, ვინაიდან არიან სანქცირებული და ჩამოვიდნენ ყვარელში”,

აცხადებს ენმ-ის წევრი ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბროს დროს .

სასტუმრო Kvareli Lake Resort-თან დილიდან პოლიციაა მობილიზებული – არსებული ინფორმაციით, იქ იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები.