საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც დროებით უწოდეს B.1.640.2. მედიის ცნობით, ის პირველად დეკემბრის დასაწყისში მარსელში კამერუნიდან ჩასულ პირს დაუდასტურდა.

ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი სახეობა დეკემბერში აღმოუჩინეს კამერუნიდან ჩასულ ტურისტს.

მარსელის მახლობლად ახალი ვარიანტის სულ მცირე 12 შემთხვევა დასტურდება.

ახალი ვარიანტის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის 46 მუტაციას შეიცავს.