საქართველოს ელჩი თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ კიევში დაბრუნდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან, სადაც უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე.

მათივე ინფომრაციით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

შეგახსნებთ, რომ თეიმურაზ შარაძენიძე კონსულტაციებისთვის 8 მაისს, მას შემდეგ გამოიწვიეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.