“გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ გერმანია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა, რომელსაც მხარს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. საქართველოს მთავრობასთან შეხვედრისას ვისაუბრებ იმ ნაბიჯებზე, რომლების ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად. ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა მხოლოდ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას, არამედ განსაკუთრებით თავისუფალ მედიაგარემოს, დინამიკური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დებატებს იმ შემთხვევაში კი, როცა პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ – ევროკავშირის აღნიშნული ღირებულებები გვაერთიანებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზის შემოკლება დაუშვებელია”,

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა.