” თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება. სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება და ვერავინ გვეხმარება. დაველოდოთ რას იტყვიან. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი [ევროკავშირი] ანალიზს გააკეთებენ, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორ სჭირდება ეს, სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვერ ჩავერთვებით იმ რეგულაციებში, რაც ევროპამ დააწესა და ეს იციან.

თვითონ ევროპა იძულებულია, ყველაზე საჭირო პროდუქცია მისგან [რუსეთისგან] იყიდოს, მაგალითად, ამერიკელები ყიდულობენ სასუქს, ევროპელები გაზს, უამრავ პროდუქტს სხვადასხვა ლითონებს და ა.შ. და რატომ ყიდულობენ, რადგან ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ასევე ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პროდუქცია სჭირდება”,

აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი ბეჟან წაქაძე.