საქართველოს 6 კლინიკა, რომელშიც Pfizer-ის ვაქცინით აცრა იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმთ, Pfizer–ის ვაქცინთ აცრა საქართველოს 3 დიდი ქალაქის 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.

მათგან 4 თბილისშია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი და ამტელის კლინიკა. ბათუმში აცრას რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეძლებთ, ხოლო ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკაში.

ტიკარაძის განცხადებით, ფაიზერის 29 500 დოზას გაყოფენ და ის 14 000 ადამიანის ვაქცინაციისთვის იქნება გამოყენებული, ამიტომ ისინი მეორედ აცრისთვის Pfizer-ის დამატებითი დოზების შემოსვლას არ დაელოდებიან.