საქართველოში თუ სხვაგან, გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით – პრაისი

“საქართველოში თუ სხვაგან, გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით’ – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რითიც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.

”ჩვენ საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან დემოკრატიის იმ საფუძვლების უწყვეტი გაძლიერების საჭიროებებზე საუბრისას, რისი ნახვაც გვინდა საქართველოში. ეს მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას მის მისწრაფებებში დემოკრატიული, წარმატებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობაზე მთელ მსოფლიოში, გასულ წლებში უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინებისა და ჩაგვრის მსხვერპლი. მათი მუშობა ჩაახშეს და უამრავი მათგანი ტრაგიკულად იქნა მოკლული. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან.” – განაცხადა პრაისმა.