საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, სულ – 158

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.

ვირუსით ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა დადასტირდა.