საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა – ხმის მიცემა დაიწყო

საქართველოში 08:00 საათიდან საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა. დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება

ამომრჩევლები 4 წლის ვადით 64 მერს და 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ. მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევენ. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის  საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.