ყველამ ერთად ვნახეთ ელჩების განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში, პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს აქვს საიმედო სისტემა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა იმისთვის, რომ სანქციებთან დაკავშირებული პირობები შესრულებულიყო. საქართველო არ ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება. სწორედ ეს დაადასტურეს პარტნიორებმა.ვფიქრობ, სამარცხვინო იყო ის განცხადებები, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ წინასწარ გააკეთა ისე, რომ არ იცოდნენ ამ შეხვედრის შინაარსი, არც ის, თუ რას იტყოდნენ შეხვედრის შემდეგ, ჩამოსული ელჩები. მათ წინასწარ გამოიტანეს დასკვნები, რომელიც ერთდღიანი ტყუილი იყო. ფაქტია, რომ საქართველო ვალდებულებებს იცავს, ჩვენთვის უპირველესია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, უსაფრთხოება. პირნათლად ვასრულებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პარტნიორებთან გვაკავშირებს“,

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც სანქციების ჯგუფის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.