საძიებო ზონაში, ტიტანიკთან ახლოს, ნამსხვრევების ადგილი იპოვეს – აშშ-ს სანაპირო დაცვა

აშშ-ის სანაპიროს დაცვის ცნობით, ატლანტის ოკეანეში,  საძიებო ზონაში, ტიტანიკთან ახლოს, ნამსხვრევების ადგილი იპოვეს. დეტალური ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

აშშ-ის სანაპირო დაცვა საზოგადოებას ცნობებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე მიაწვდის.

ოკეანეში ფართომასშტაბიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად გადაჰყავდა, გაუჩინარდა.ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული საათსა  და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანიდან ჯერჯერობით 4 ადამიანის ვინაობაა ცნობილი : 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე.