სახელმწიფოს რომელიმე მეთაურმა საჯაროდ არ უნდა დაიჩოქოს რელიგიურ ლიდერთან – თამაზ ლომიძე

სახელმწიფოს რომელიმე მეთაურმა საჯაროდ არ უნდა დაიჩოქოს რელიგიურ ლიდერთან –  ამის შესახებ, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც პარლამენტის ახლადარჩეული თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პატრიარქის, ილია მეორის გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება.

”საქართველოს სახელმწიფოს რომელიმე უმაღლესი მმართველი შტოს მეთაურმა, მიუხედავად მისი პირადი რწმენისა თუ შესაძლო პირადი პატივისცემისა, საჯაროდ არასოდეს უნდა დაიჩოქოს რომელიმე რელიგიური ლიდერის წინაშე. ეს არის უპატივცემულობა სახელმწიფოსი, უმაღლესი სახელმწიფო პოსტის მნიშვნელობის ვერგაცნობიერება და ასევე, დიდად შეუფერებელია ნებისმიერი რელიგიისთვისაც.”- წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.