აუცილებელია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით – აშშ-ს საელჩო

აშშ–ს საელჩო საქართველოში ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით მეორე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, არსებული სახიფათო ვითარება საარჩევნო და სასამართლო სისტემის პრობლემებიდან გამომდინარეობს.

“არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობა გუშინ შეუფარდა. დღეს შსს–მ გადაწყვეტილების აღსრულება სცადა, თუმცა ისინი ენმ–ს ოფისში არ შეუშვეს.