მოძრაობა “სირცხვილია” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ ერთადერთი, რაც შეუძლია სამოქალაქო საზგოადოებამ გააკეთოს, არის ის რომ ყოველდღე შეექმნას დისკომფორტი “ქართულ ოცნებას”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გლდანის ციხეში დამძიმდა და მან ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა.