სიტყვა, რომელზეც ამბავი ატეხეთ, სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს – სამგორის გამგებელი

“სიტყვა, რომელზეც ამბავი ატეხეთ, სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს” – ასე აფასებს,  სამგორის გამგებელი, კახა სამხარაძე მთავარ არხთან საკუთარ განცხადებას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. სამხარაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “ვინც იქ მივიდა, მაგარი სი*ები ხართ, ჩემს თაობას ვეუბნები”. მოგვიანებით, მან პოსტი წაშალა.

”ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. არ იყო ეს საჯარო. ჩემი Facebook-ჯგუფი არის დახურული – ვინ გახსნა, როდის გახსნა, მე ეს არ ვიცი.  ის სიტყვა, რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები… სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს, მაგ სიტყვა, რაზედაც თქვენ ატეხეთ ერთი ამბავი. უგზო-უკვლოდ მოფრინავი ჩიტების – ჩვენს მეგობრებში გვაქვს ასეთი ლექსიკა და ეგეთი საუბარი, ვუგებთ ერთმანეთს. ” –  წერს სოციალურ ქსელში.