სოსო გოგაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ადვოკატები მისი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ და სასამართლოს 50 000 ლარს სთავაზობდნენ.სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.