სააკაშვილი სიმულიანტობდა 600 დღის განმავლობაში და, სამწუხაროდ, ამ სიმულაციას ფართო მხარდაჭერა ჰქონდა უცხოელების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც მხარს უჭერდა სააკაშვილის ამ სიმულაციას და ტყუილებს, ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ საზოგადოებას. ესენი არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული დიპლომატები, ყოფილი სახალხო დამცველი, მისი კონსილიუმის წევრები და ა.შ. საკმაოდ ფართოა ეს წრე. 600-დღიანი სიმულაცია, გვიმტკიცებდნენ, რომ ეს კაცი ყოველ დღე კვდებოდა. ალბათ, იცით სპექტაკლი “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს” – სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. როდესაც ასეთი აბსურდის ავტორის პოლიტიკაში დაბრუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.