ჩვენ რომ გვყავდეს პროდასავლური, კოალიციური მმართველობა, მაშინ სტატუსის მიღებასთან ერთად, მოკლე პერიოდში, ძალიან სწრაფად შეიძლებოდა დაგვეწყო გაწევრიანებაზე საუბარი. მოლოდინები, რომ თუ ქვეყანა არ მიიღებს წლის ბოლოსთვის კანდიდატი სტატუსს, ეს ნიშნავს, რომ კარი დაიკეტება ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში, არ არის ეს სიმართლე, ეს არის ტყუილი. ჩვენთვის კარი არ დაიხურება, ის შეიძლება მხოლოდ დროებით დაკეტილი დარჩეს მანამ, სანამ არ მოხდება ქართული ოცნების ჩანაცვლება პროდასავლური, ევროპული ტიპის კოალიციური მმართველობით. სტატუსი ქართული ოცნების პირობებში არ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში. ეს არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ.

განაცხადა პარტია ”ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.