სტრასბურგის სასამართლოდან სააკაშვილის პროცესში 3-ე მხარედ ჩართვაზე უარი მივიღეთ – ნინო ლომჯარია

“სტრასბურგის სასამართლოდან სააკაშვილის პროცესში 3-ე მხარედ ჩართვაზე უარი მივიღეთ “- ამის შესახებ, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. როგორც ლომჯარია აცხადებს, უარი პროცედურული მოტივით განაცხადა სტრასბურგის სასამართლომ და აქამდე მსგავსი პრეცედენტი არც არსებობდა, თუმცა ომბუდსმენი პირველი პრეცედენტის შექმნას ცდილობდა.

“მივიღეთ ჩვენ სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგანაც, როგორც სასამართლომ თქვა, ამას მათი პროცედურით სასამართლო  მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. მე, როგორც გითხარით, აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, რომ შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, იმიტომ, რომ პირდაპირ უარი და აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ ყოფილა.” – ამბობს ნინო ლომჯარია ტელეკომპანია პირველის ეთერში.