სტრატეგია აღმაშენებელი და რესპუბლიკური პარტია “დროას” რეზოლუციას უერთდებიან

რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტია უერთდებიან პარტია „დროას“ მიერ შემუშავებულ უკრაინის მხარდამჭერ ალტერნატიულ რეზოლუციას.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, დოკუმენტში გათვალისწინებულია ყველა ის მკაფიო ფორმულირება, რომელსაც ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობის დროს ითხოვდა. ანალოგიურად ფიქრობენ “სტრატეგია აღმაშენებელში”.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ რეზოლუციაში რუსეთი არ ახსენა, “დროამ” ალტერნატიული რეზოლუცია შეიმუშავა და ოპოზიციას მოუწოდა, მას ხელი მოაწერონ.