“რადიკალები ემზადებიან რევოლუციური სცენარისთვის. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, უბრალოდ არ გამოვიდა, ხალხი არ აყვა. იმიტომ, რომ გაიშიფრნენ და ამიტომაც არ გაყვნენ ამ რევოლუციურ სცენარში. მორიგი იერიშის მიტანა უნდათ ქართულ სახელმწიფოზე.
ამასთან დაკავშირებით, პრევენციის სახით გააკეთა სუს-მა განცხადება, სადაც კონკრეტული არგუმენტები იყო მოხმობილი და ახლა კონკრეტულად ის გვარები, ის ორგანიზაცია, რომლებიც მონაწილეობდა დღეს საქართველოშია და ფუნქციონირებს. აღმოჩნდა, რომ სწორი მიმართულებით და სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებდა ამ განცხადებებს შესაბამისი სტრუქტურები”,
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში “დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა” იგეგმება.