ტაჯიკეთში 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაჯიკეთში, ჩინეთის საზღვართან ახლოს 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი ჩინეთის საზღვრიდან 82 კილომეტრში იყო და ბიძგები ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.