“რუსეთი თავს დაესხა მშვიდობის დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს ლვოვის მახლობლად. აქ უცხოელი ინსტრუქტორები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-NATO-ს საზღვართან. უნდა იქნას მიღებული ზომები ამის შესაჩერებლად. დახურეთ ცა!”

ასე ეხმიანება უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ლვოვში სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის დაბომბვას, რასაც სულ მცირე 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.