„იქ წერია პროპაგანდა. პროპაგანდა არის ისეთი დეფინიცია, რომელიც ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის პროპაგანდა და რა არ არის. შესაბამისად, ის, რაც მე წავიკითხე უბრალოდ ადამიანის უფლების დარღვევაა. ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს, ანუ რაც უნდა ის უქნას. ადამიანს შეუძლია თვითმკვლელობა ჩაიდინოს და იქ, რაც წერია, იმის აკრძალვა საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია. შესაბამისად, მე მგონია, რომ ამ დებატებს „ქართული ოცნება“ წააგებს, იმიტომ რომ თემა არის საზოგადოებისთვის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული და ტექსტი, რომელიც მათ მოამზადეს არის აბსურდი და იდეაში ადამიანის უფლებების შემზღუდავი. საბოლოო ჯამში, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს პროპაგანდა,”

ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქართული ოცნების” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.