რიონის ხეობაში, იქ სადაც აქტივისტებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, ნამოხვანჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ტერიტორია მთლიანად გადახნა. კარვები გუშინ, 11 აპრილს პოლიციამ დაშალა. როგორც, აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, ტერიტორია რომელიც გადახნულია და რომელზეც გუშინ კარვები იყო განთავსებული, ადგილობრივ, ლალი ეფრემიძეს უკუთვნის. აქტივისტები აცხადებენ, რომ ტერიტორია იმიტომ არის გადახნული რო შეუძლებელი იყოს ხალხის შეკრება.
“ჩემთვის პირადად ეს სანახაობა შოკისმომგვრელი იყო. ლალი ტიროდა, პრაქტიკულად, მისი ეზო, ტრაქტორმა გადახნა, გადააბრუნა. იქ ჰქონდა ნარგავები. ოჯახი ამუშავებდა ამ მიწას და სარგებლობდა ამ ტერიტორიით. გადააბრუნეს ეს ტერიტორია და ნარგავებიც მოთხარეს”, – აცხადებს გოლეთიანი.