“ახლა ბევრ რაღაცას ფიქრობენ. ხშირად ამის დიდი ნაწილი აბსოლუტურად მცდარი, ან ფეიკი, ან ცხადი ტყუილია. ამ ყველაფერთან ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, იმ გაგებით, რომ მიმდინარეობს პოზიციების, მიდგომების გაცვლა.[…]როგორ შევძლებთ საქართველოს განხილვას უკრაინასთან მოლაპარაკებებზე? ეს ორმხრივი, პირდაპირი მოლაპარაკებებია.[…] ჩვენ [საჯაროდ] არ განვიხილავთ შესათანხმებელი დოკუმენტების შინაარსს. ვთვლით, რომ ეს დისკრეტულ რეჟიმში, არასაჯაროდ უნდა ხდებოდეს. პრესის მეშვეობით გარკვეული პოზიციების გაცვლა ძალიან არასწორი იქნებოდა.”
ასე გამოეხმაურა, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი Reuters-ის გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინი თანახმაა ომის დასრულებისთვის, თუ მიიღებს წერილობით გარანტიას, რომ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები NATO-ში არ გაწევრიანდებიან.