უკრაინაში ომის გამო, უნგრეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  მისი თქმით, “მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა”, ამიტომ, უნგრეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ომი თავიდან აირიდოს და დაიცვას ოჯახების ფინანსური მდგომარეობა.

უნგრეთის პრემიერმინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას “მანევრირებისა და დაუყოვნებლივი რეაგირების საშუალებას მისცემს”

უნგრეთის მთავრობა,  მოსახლეობას ომის გამო მიღებულ ზომებს ხვალ, 25 მაისს წარუდგენს.